|
2022-06-08 12:01:16, 860 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გურიაში, სოფელ ბაილეთში მოცვის პლანტაცია გაშენდა
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით გურიაში, სოფელ ბაილეთში 1 ჰა-ზე მოცვის პლანტაცია გაშენდა. პროექტის საერთო ღირებულება 120 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 100 000 ლარს შეადგენს. „მას შემდეგ რაც გადავწყვიტეთ, საკუთარ ნაკვეთზე მოცვი გაგვეშენებინა, მივმართეთ საქართველოს ბანკს, რომელმაც მხარდაჭერა გაგვიწია და ფაქტიურად სტარტაპს დაგვიდგა გვერდით. ამჯერად გვაქვს პლანტაცია 1ჰა-ზე, თუმცა ვფიქრობთ სამომავლოდ კიდევ უფრო გავფართოვდეთ. ჩვენი გათვლებით, მოსავლის მოსალოდნელი რაოდენობა 10-12 ტონა იქნება, რომლის რეალიზაციასაც, საწყის ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე მოვახდენთ“,- ამბობს მცირე მეწარმე, ჟონდერ ჩხარტიშვილი. „საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყობს დამწყებ ბიზნესებს, განსაკუთრებით კი რეგიონებში. მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის, ამ შემთხვევაში კი გურიის განვითარებას. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მცირე მეწარმეების მხარდაჭერას, რომ მათ ირწმუნონ საკუთარი თავის, დაიწყონ ან განავითარონ ბიზნესი და ამით წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში“,- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)