14:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-04 14:19:51, 1281 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ომი შეიძლება ნებისმიერ დროს დასრულდეს, მაგრამ აუცილებლად კიევის პირობებით

ომი შეიძლება ნებისმიერ დროს დასრულდეს, მაგრამ აუცილებლად კიევის პირობებით. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, შეიძლება დასრულდეს ერთ თვეში, ან შეიძლება დასრულდეს ზამთარში. იმიტომ, რომ ომი არ არის მხოლოდ მათემატიკა ბრძოლის ველზე.

"ომი შეიძლება იყოს პარადოქსული, ანუ ნებისმიერ მომენტში შეიძლება დასრულდეს, მაგრამ აუცილებლად უკრაინის პირობებით. შეიძლება დასრულდეს ერთ თვეში, ან შეიძლება დასრულდეს ზამთარში. იმიტომ, რომ ომი არ არის მხოლოდ მათემატიკა ბრძოლის ველზე". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics