|
2015-02-05 10:38:50, 715 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: ვფიქრობ, ათონელზე მდებარე შენობა ფუნქციონირებას მალე დაიწყებს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადბეით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, თუ რისთვის გამოიყენებენ თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციას. როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მშენებლობის მიმდინარეობისას მთავრობამ რამდენჯერმე იმსჯელა ამ საკითხზე და იყო შენობის გამოსაყენებლად სხვადასხვა ვერსიები დასახელდა: "ამ პერიოდის განმავლობაში, სანამ მშენებლობა დასრულდებოდა, რამოდენიმეჯერ იყო მთავრობის სხდომაზე მსჯელობა. რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა.მაგალითად, რომ ეს ყოფილიყო მაღალი დონის დელეგაციების შეხვედრის დგილი. რომ ეს ყოფილიყო რამოდენიმე სამინისტროს სამუშაო ადგილი.თუმცა ვფიქრობ, შერჩეული იქნება ოპტიმალური გადაწყვეტილება და ფუნქციონირებას მალე დაიწყებს",-განაცხადა დავით სერგეენკომ. ამასთან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის განმარტებით, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის მშენებლობის სამუშაოები თითქმის დასრულებულია. მისივე თქმით, რეზიდენცია თავდაპირველად პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტებით აშენდა, თუმცა როგორც ცნობილია, პრეზიდენტი იქ გადასვლაზე უარს აცხადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)