13:44 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-28 02:24:22, 1110 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა დეპუტატებს ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნო

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს  ენერგოპროექტების მხარდაჭერის ჩარჩოს გაუმჯობესების ახალი, ფისკალურად მდგრადი  მექანიზმები ექნება, რაც ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი პროექტები ლევან დავითაშვილმა დღეს პარლამენტის სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას გააცნო დეპუტატებს.
„მიმდინარე გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ენერგოდამოუკიდებლობის და უსაფრთხოების მნიშვნელობა, ამ კუთხით სახელმწიფოს ექნება ენერგოპროექტების მხარდაჭერის ჩარჩოს გაუმჯობესების ახალი, ფისკალურად მდგრადი  მექანიზმები, რომელიც, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. შემუშავდება განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი, რომელსაც შევთავაზებთ კერძო ინვესტორებს, რათა განახლებად ენერგიებში მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ, გავზარდოთ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
 
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იქნება ე.წ. ფლაგმანური პროექტი - შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი კაბელის პროექტი, რომელიც გულისხმობს ახალი, საქართველოს და რუმინეთის ელექტროსისტემების დამაკავშირებელი კაბელის მშენებლობას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics