13:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 10:23:51, 1724 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინაში იმდენი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიც ავღანეთში ცხრაწლიანი ომის დროს

უკრაინის ომის პირველ სამ თვეში რუსეთში დაღუპულთა რიცხვი იგივეა, რაც საბჭოთა კავშირში ავღანეთში ცხრაწლიანი ომის დროს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, დაბალი დონის ცუდი ტაქტიკის ერთობლიობამ, შეზღუდულმა საჰაერო დაფარვამ და სარდლობის მიდგომამ, მსხვერპლის მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია, რომელიც კვლავ განაგრძობს ზრდას.

„რუსეთის საზოგადოება წარსულში მგრძნობიარე იყო არჩევითი ომების დროს მიყენებული დანაკარგების მიმართ. ამიტომ უკრაინაში მსხვერპლთა რიცხვის ზრდასთან ერთად, დანაკარგები უფრო აშკარა გახდება და შეიძლება გაიზარდოს ომით საზოგადოების უკმაყოფილება და მისი გახმოვანების სურვილი“,- აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ თუ ეს რიცხვები და ცნობები დადასტურდება, რუსეთის ჯარებს მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიო რეკორდის დამყარება შეეძლებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics