|
2022-05-16 17:05:51, 1163 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - საუდის არაბეთის ავიაკომპანია „Flyadeal" საქართველოში ოპერირებით დაინტერესდა
საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის ავიაკომპანია „Flyadeal" - ის შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს - დღეს არაბული ავიაკომპანიის ხელმძღვანელ გუნდთან ონლაინ შეხვედრა გამართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, სადაც განხილულ იქნა საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის დეტალები. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს უწყების ცნობით, საქართველოს უსაფრთხოების მაღალი დონე, სწორი პოზიციონირება, ოთხ სეზონურობა და მიმზიდველი ტურისტული პროდუქტები - სწორედ ამ მიზეზების გამო ინტერესდება ავიაკომპანია საქართველოში ოპერირებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რამდენიმე დღეში საუდის არაბეთის ავიაკომპანიის დელეგაცია საქართველოს ეწვევა. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თბილისისა და ბათუმის მიმართულებით საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან პირდაპირი ფრენები დაინიშნება. „აქტიურად ვაწარმოებთ მოსამზადებელ სამუშაოებს ზაფხულის ტურისტული სეზონის სათანადო დონეზე წარმართვისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ზაფხულის სეზონზე გვყავდეს მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი, მათ შორის, ევროკავშირისა და ყურის ქვეყნებიდან. ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებას საუდის არაბეთის ავიაკომპანია „Flyadeal" - თან, რათა მათ დაიწყონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. საუდის არაბეთი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა, საიდანაც წლების განმავლობაში მრავალი მხარჯველუნარიანი ტურისტი ჩამოდის," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება, საუდის ბაზარზე პოზიციონირდება როგორც უსაფრთხო, სტუმართმოყვარე და ოთხსეზონიანი ქვეყანა. „იმედს გამოვთქვამ, რომ ყოველივე ხელს შეგვიწყობს მიმდინარე მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში და საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთ საერთაშორისო ავიაკომპანიას ვიხილავთ," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ავიაბაზარზე უკვე ოპერირებს ერთი ავიაკომპანია FLYNAS საუდის არაბეთიდან, რომელიც ახორციელებს კვირაში 26 სიხშირით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით. საუდის არაბეთი საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული ტურისტული ბაზარია. ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადები ზრდადი დინამიკით ხასიათდება. 2022 წელს, საქართველოში 62 პროცენტით მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა 2019 წელთან შედარებით, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში ზრდამ 30,848 პროცენტი შეადგინა.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)