11:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 20:11:56, 1578 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონის ოლქის დასახლებებები გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან ხერსონის ოლქის 20-მდე დასახლება გაათავისუფლეს. - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

მისივე თქმით, ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე.

"ძირითადი საომარი მოქმედებები ახლა მიმდინარეობს დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის რეგიონების საზღვრებთან. ჩვენ უკვე გვაქვს დაახლოებით 20 განთავისუფლებული დასახლება სამ ტერიტორიულ თემში" -  განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics