|
2022-05-10 10:56:53, 1560 ნახვა
ომი უკრაინაში
პენტაგონი - რუსეთს ჯარისკაცებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება უჭირს
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ზიანს აყენებს მის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას, რაც უკრაინაში მყოფი რუსეთის არმიისათვის ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალის მარაგის შევსებას ართულებს. ამის შესახებ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე განაცხადა. პენტაგონის ცნობით, უკრაინამ ბოლო 24 საათის განმავლობაში შვიდი ქვეყნისგან 13 ტიპის იარაღი მიიღო. „ჩვენ ვნახეთ, რომ მათ უკვე გამოიყენეს ბევრი ზუსტი მართვადი იარაღი. ისინი აგრძელებენ მარიუპოლზე დარტყმას უმართავი ბომბებით. მათ აქვთ პრობლემები ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალის შევსებასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ სანქციებმა და ექსპორტის კონტროლმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ელექტრონულ კომპონენტებს, გავლენა მოახდინა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზის შესაძლებლობებზე და მარაგების შევსების უნარზე“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა. პენტაგონის ცნობით, დაპირებული 90-დან 85 ჰაუბიცი უკვე უკრაინაშია, უკრაინელი სამხედროები ახალი იარაღის გამოყენებაში წვრთნებს გადიან
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)