10:52 - 28 May, 2026
|
2022-05-08 13:49:18, 2758 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა
გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბარბელ ბასი, მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის დღის პატივის მისაგებად, კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ბუნდესტაგის მდივანი ენრიკო ბრისა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბარბელ 8 მაისთან დაკავშირებულ სამახსოვრო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. „ბუნდესტაგის პრეზიდენტი, ბარბელ ბასი იწყებს ვიზიტს კიევში. დღეს, 8 მაისს ის პატივს მიაგებს მეორე მსოფლიო ომის ყველა მსხვერპლს და გაიხსენებს ნაციონალ-სოციალისტურ ტირანიას და გამართავს პოლიტიკურ დიალოგებს,“ - წერს ბრისა ტვიტერზე. შეგახსენებთ, რომ აპრილის შუა რიცხვებში გერმანიის პრეზიდენტის, ვალტერ შტაინმაიერის უკრაინაში ვიზიტი ჩაიშალა, რადგან უკრაინულმა მხარემ მის მიღებაზე, რუსეთთან მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობის გამო, უარი თქვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)