|
2022-05-08 12:00:32, 2007 ნახვა
სხვადასხვა
უკრაინა ომის დამნაშავეთა გასამართლებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შესთავაზა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც გაასამართლებს რუსეთის ხელმძღვანელობას უკრაინაში შეიარაღებული შემოჭრისთვის. "ჩვენ გვჭირდება სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, რათა პასუხი აგოს რუსეთის ხელმძღვანელობამ. გუშინ მე ვისაუბრე ვილნიუსში ამ საკითხზე პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს და ვიმეორებ ჩემს მოწოდებას მხარი დაუჭიროს ტრიბუნალის შექმნას,"-წერს კულება ტვიტერში. აპრილის ბოლოს, რამდენიმე ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის გაერომ, პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ, რათა პასუხისმგებაში მიეცენ რუსეთის შემოჭრის დროს ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებელი პირები. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა, რომ 43 ქვეყანამ შეიტანა ბრალდებები უკრაინაში ომის კანონების დარღვევის შესახებ. წინა დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აგროვებს მტკიცებულებებს უკრაინაში სამედიცინო დაწესებულებებზე რუსული დარტყმების გამო სამხედრო დანაშაულების შესაძლო გამოძიებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)