|
2022-05-08 11:46:17, 1518 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინის ომის გამოცხადება ჩვენთვის არაფერს შეცვლის
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9 მაისს ვლადიმერ პუტინის მიერ ომის შესაძლო გამოცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ეს არაფერს შეცვლის". როგორც ზელენსკიმ FoxNews-თან ინტერვიუში განაცხადა, გამარჯვება, რომლისკენაც რუსები ისწრაფვიან, არის ცივილიზებული სამყაროს დამარცხება. "ეს ჩვენთვის არაფერს შეცვლის. ჩვენთვის ომი რვა წელია გრძელდება, სრულმასშტაბიანი ომი - 70 დღეზე მეტი", - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, მაისის დასაწყისში უკრაინულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია , რომ რუსეთი ემზადებოდა უკრაინას ომის გამოცხადებისთვის (ახლა რუსები ამ ბრძოლას "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებენ) ბოლო სამი თვის განმავლობაში მიღებული მსხვერპლის გამო. ვარაუდობენ, რომ პუტინმა ეს შეიძლება გააკეთოს 9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნისას. ომის საჯარო გამოცხადება საყოველთაო მობილიზაციას ნიშნავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)