|
2022-05-06 16:06:59, 1200 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ Wings for Life World Run 2022-ის მხარდამჭერია
„თიბისი“ რედბულის ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიების - Wings for Life World Run-ის მხარდამჭერია. 8 მაისს, 15:00 საათზე, საქართველო ირბენს მსოფლიოსთან ერთდ. ერთობლივი სირბილის ათვლის წერტილია დინამო არენა (ა. წერეთლის გამზირი #2). „თიბისის“ გუნდის წევრები შეუერთდნენ ღონისძიებას და ჩაერთნენ საქველმოქმედო მარათონში. 2022 წელს, Wings for Life World Run აპლიკაციით ჩატარდება. ეს კიდევ უფრო ამარტივებს გაერთიანებასა და კეთილი საქმისთვის ჯანსაღ აქტივობას. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ლოკაცია/ქვეყანა და დაიწყოთ სირბილი. ასევე, მისი მეშვეობით შეძლებთ დარეგისტრირდეთ რბენაზე ადგილმდებარეობის არჩევის გარეშე და თქვენთვის სასურველი, ნებისმიერი, ლოკაციიდან შეუერთდეთ ღონისძიებას. ღონისძიების მონაწილეები ირბენენ ათასობით ადამიანთან ერთად მთელი მსოფლიოს გარშემო ერთსა და იმავე დროს. გაირბენენ იმდენს, რამდენსაც შეძლებენ და ამას გააკეთებენ არა მხოლოდ საკუთარი თავისთის, არამედ კეთილი მიზნებისთვისაც. რედბულის Wings for Life World Run-ში გადახდილი თანხის 100%-ს რიცხავს ზურგის ტვინის კველვაში. მისი მიზანია ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზის მოძებნა, უახლესი კვლევების დაფინანსების მეშვეობით მთელ მსოფლიოში. „თიბისი“ Wings for Life World Run-ის მხარდაჭერით ადამიანების დახმარების სურვილსა და მიზანს ემსახურება. „თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემო და ცხოვრების წესი, სწორედ ამიტომ, „თიბისელები“ ერთად ირბენენ მსოფლიოს გარშემო ისეთი ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც სჭირდებათ ზურგის ტვინის კვლევის დაფინანსება. დეტალური ინფორმაცია ღონისძიებასთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე:
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)