|
2022-05-06 14:35:56, 1333 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პრემიერ-მინისტრი: ქვეყნის აღდგენის მთავარი წყარო რუსული ფული უნდა იყოს
უკრაინის აღდგენის მთავარი წყარო რუსული ფული უნდა იყოს,-აღნიშნული განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ვარშავაში გამართული საერთაშორისო დონორთა კონფერენციის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ომის შედეგად არსებულმა ზარალმა 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. "ნაწილობრივ ამას ჩვენი პარტნიორები დააფინანსებენ, ნაწილობრივ ჩვენი ბიუჯეტით, რასაც ახლა ვაკეთებთ სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფით,მაგრამ მთავარი წყარო. რა თქმა უნდა, აგრესორის ფული უნდა იყოს, დღეს რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 300 მილიარდის აქტივი გაყინულია, ზოგადად, თუ ავიღებთ რუსი ოლიგარქების გაყინულ აქტივებს, ეს არის დაახლოებით 500 მილიარდი დოლარი. დღეის მდგომარეობით, უკრაინის ზარალი 600 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ზარალის გამოკლებით. განადგურებულია ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, ბიზნესი, სამრეწველო საწარმოები“, - განაცხადა შმიგალმა. მან ასევე დასძინა, რომ ომში მიყენებული ზარალის ანაზღაურება მომავალში უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი გახდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)