|
2022-05-06 13:52:14, 1039 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პროკურატურა შოიგუს, მედვედევსა და ვოლოდინს დაკითხვაზე იბარებს
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი დაკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაცია გენერალური პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ოქმის მიხედვით, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს წევრები უკრაინის პროკურატურაში 16, 17 და 18 მაისს უნდა გამოცხადნენ. "დაკითხვაზე დაბარებული არიან ФСБ-ს დირექტორი, ალექსანდრ ბორტნიკოვი, სადაზვერვო სამსახურის უფროსი, სერგეი ნარიშკინი, შს მინისტრი, ვლადიმირ კოლოკოლცევი, როსგვარდიის ხელმძღვანელი, ვიქტორ ზოლოტოვი,"- წერს უკრაინული მედია. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პროკურატურამ სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსის“ გენერალურ დირექტორს დიმიტრი როგოზინს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და აგრესიული ომის წარმოებაში დახმარების მუხლებით დაუსწრებლად წაუყენა ბრალი .სისხლის სამართლის საქმე ასევე აღიძრა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას წინააღმდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)