|
2022-05-06 10:24:40, 1456 ნახვა
ომი უკრაინაში
პენტაგონი - რუსულმა ძალებმა დონბასის რეგიონში „მცირე პროგრესს“ მიაღწიეს
რუსულმა ძალებმა უკრაინის დონბასის რეგიონში „მცირე პროგრესს" მიაღწიეს,- ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა. კირბიმ აღნიშნა, რომ ეს მცირე პროგრესი არ არის ის პროგრესი, რასაც აშშ თვლის, რომ რუსული ძალები „ამ მომენტში“ რეგიონში ელოდნენ. „ჩვენი შევაფასებით დონბასის რეგიონში, უკრაინელები ძალიან მკაცრ წინააღმდეგობას უწევენ რუსეთს“, - განაცხადა კირბიმ. გარდა ამისა, მანამდე ჯონ კირბიმ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ორთვიანი შეჭრისას განხორციელებულ გარყვნილებასა და სისასტიკეში დაადანაშაულა და რუსეთის ასეთ ქმედებას ყველაზე ცივი და გარყვნილი სახის სისასტიკე უწოდა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)