|
2022-05-05 18:11:59, 2963 ნახვა
ომი უკრაინაში
ესპანეთში, უკრაინის მიერ ძებნილი და ღალატში ეჭვმიტანილი პრორუსი ბლოგერი დააკავეს
ესპანეთში, სამართალდამცავმა ღალატში ეჭვმიტანილი პრორუსი ბლოგერი, ანატოლი შარი დააკავეს. სპეცოპერაცია უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალურ პროკურატურასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ესპანეთის ეროვნულ პოლიციასთან და ესპანეთის ატაშეს ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩატარდა. SBU-ს გამომძიებლების თქმით, ბრალდეული საინფორმაციო სფეროში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საზიანოდ უკანონო ქმედებებს ახორციელებდა და უცხოური სტრუქტურების სახელით მოქმედებდა. "ეს დაკავება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უკრაინის ყოველი მოღალატე ადრე თუ გვიან დამსახურებულ სასჯელს მიიღებს, ეს გარდაუვალია. გამოძიებით დასტურდება, რომ ა.შარიას ინტერვიუებსა და გამოსვლებში არის ფაქტები უკრაინის წინააღმდეგ მისი დივერსიული საქმიანობის შესახებ. მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიება, რათა ეს პირი კანონის წინაშე აგოს პასუხისმგებლობა მის ქმედებებზე",- წერია უკრაინის SBU-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)