10:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 13:54:31, 1425 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა აღიარა, რომ ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში გამარჯვების აღლუმის გამართვას ვერ შეძლებს

რუსეთმა აღიარა, რომ დონეცკსა და ლუგანსკში გამარჯვების აღლუმის გამართვას ვერ შეძლებს. აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა RIA Novosti, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის სერგეი კირიენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა ამისაა, აპრილის ბოლოს ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, დენის პუშლინმა განაცხადა, რომ დაბომბვის საფრთხის გამო გამარჯვების აღლუმი და 9 მაისს უკვდავი პოლკის მარში არ ჩატარდებოდა.

„გამარჯვების დღეს დონეცკსა და ლუგანსკში აღლუმი ჯერ ვერ ჩატარდება, მაგრამ ეს დრო მალე მოვა“,- განაცხადა კირიენკომ.

ამავდროულად, დამპყრობლები მარიუპოლში 9 მაისის აღსანიშნავად მზადება დაიწყეს. დამპყრობლებმა დააგეს თავიანთი „რუსეთის მხარდაჭერის სიმბოლო“ - ძეგლი „ბებია საბჭოთა კავშირის დროშით“.

შეგახსებევთ, რომ სახელმწიფო მოღალატე გალინა დანილჩენკომ, რომელიც საკუთარ თავს ოკუპირებული მელიტოპოლის მერს უწოდებს, განაცხადა, რომ 9 მაისის  მასშტაბურსი აღნიშვნისთვის ემზადებოდა. 

9 მაისის პატივსაცემად აღლუმი ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში პირველად 2014 წლის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics