|
2022-05-05 13:31:51, 1725 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქ კიევში ვიზიტს გეგმავს
გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბარბელ ბასს კიევში ვიზიტი სურს. ამის შესახებ გამოცემა Spiegel იტყობინება. მედიის ცნობით, შესაძლოა ბუნდესტაგის პტრზიდენტი ყველაზე მაღალი რანგის გერმანელი ოფიციალირი პირი გახდეს, რომელიც კიევს ომის დაწყების შემდეგ ეწვევა. „ბარბალ ბასს უკრაინაში გამგზავრება მისი კოლეგის, რუსლან სტეფანჩუკის, მიწვევით სურს, რათა პატივი მიაგოს მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა მემორიალს და სტეფანჩუკთან პოლიტიკური მოლაპარაკებები გამართოს,"- აცხადებს სპიკერის პრესმდივანი. უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის დღე 8 მაისს აღინიშნება. შეგახსენებთ, რომ აპრილის შუა რიცხვებში გერმანიის პრეზიდენტის, ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი ჩაიშალა, რადგან უკრაინულმა მხარემ მის მიღებაზე, რუსეთთან მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობის გამო, უარი თქვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)