|
2022-05-04 19:57:30, 1679 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - რუსეთის არმია ბრძოლის ველს პირველივე შესაძლებლობაზე ტოვებს
რუსეთის არმია ბრძოლის ველს პირველივე შესაძლებლობაზე ტოვებს. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებს. მათივე თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლაში გამარჯვებამდე ან სიკვდილამდე იბრძვიან. " იცით, რომ დონბასისთვის ბრძოლა გრძელდება. რუსეთი ცდილობს, დაწინაურდეს და ნებისმიერი იარაღიდან უხსნის ჩვენს პოზიციებს ცეცხლს. მაგრამ რუსულ და უკრაინულ არმიებს შორის განსხვავება ისაა, რომ მაშინ, როცა რუსეთის არმია ბრძოლის ველს პირველივე შესაძლებლობაზე ტოვებს, უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლაში გამარჯვებამდე ან სიკვდილამდე იბრძვიან. იმიტომ, რომ ეს მათი მიწაა და ისინი მის მხარდაჭერას აგრძელებენ. " - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)