|
2022-05-04 17:49:05, 1651 ნახვა
ომი უკრაინაში
არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის 58-ე არმია, რომელიც 2008 წელს ცხინვალში შეიჭრა, განადგურებულია
რუსეთის 58-ე არმიის დიდი ნაწილი უკრაინაში განადგურებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ავრცელებს. მისივე თქმით, დარჩა მხოლოდ მეასე ბრიგადა, სადაზვერვო, საზღვაო ქვეითები და მეშვიდე ბაზა აფხაზეთიდან. „მთლიანად განადგურებულია ერთ-ერთი პოლკი, ეს მაშინ, როცა რუსული პროპაგანდა აცხადებს, რომ ეს-ესაა აიღებენ და ასე შემდეგ. მთელი 58-ე არმია განადგურებულია, ბრძოლისუნარიანი დარჩა მხოლოდ მეასე ბრიგადა, სადაზვერვო, საზღვაო ქვეითები და მეშვიდე ბაზა აფხაზეთიდან, რომელიც, სხვათა შორის, უარს ამბობდა წინსვლაზე. ისინი დაარბიეს, მაგრამ მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ ბრძოლისუნარიანობას“, - თქვა არესტოვიჩმა. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ბაზირებული რუსეთის 58-ე არმია 2008 წლის აგვისტოში მთელი შემადგენლობით შემოიჭრა საქართველოში, ცხილვალის რეგიონში და დაიწყო ბრძოლა საქართველოს საჯარისო შენაერთებთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)