|
2022-05-03 18:55:09, 1722 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა ჩერნობაევკას ადმინისტრაციის უფროსი ტყვედ აიყვანეს
ოკუპანტებმა ჩერნობაევკას ადმინისტრაციის უფროსი იგორ დუდარი ტყვედ აიყვანეს. - ამის შესახებ ინფორმაციას ვიცეპრემიერმა და მინისტრმა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში, ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს. მისივე თქმით,ამის შესახებ მხოლოდ გუშინ, 2 მაისს გახდა ცნობილი. ცნობისთვის, პარალელურად რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს დუდარი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიქცა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)