|
2022-05-03 18:00:41, 2437 ნახვა
ომი უკრაინაში
ისრაელის მედია - ლავროვის განცხადებების შემდეგ, ისრაელის მთავრობა უკრაინსთვის სამხედრო დახმარებას გაზრდის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ ისრაელის მთავრობამ უკრაინსთვის ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების გაზრდა გადაწყვიტა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ისრაელის გაზეთის Haaretz-ი ავრცელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ დახმარების გაზრდა იქნება „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, თუმცა ქვეყანა არ გეგმავს უკრაინას ისეთი იარაღი გადასცეს, რომელიც დაეხმარება შეიარაღებულ ძალებს შეტევითი ოპერაციების განხორციელებაში. ასევე არ იგეგმება უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების, თანამედროვე იარაღისა და თავდასხმის სისტემების გადატანა. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-ის ინტერვიუს დროს, შეკითვაზე თუ როგორ შეესაბამება უკრაინის „ნაციფიკაციის“ ბრალდებები იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ებრაელია. ასე უპასუხა: „ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან“. ამ განცხადების შემდეგ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი ახსნა-განმარტებით საუბარზე დაიბარა. მინისტრმა იაირ ლაპიდმა აღნიშნა, რომ ლავროვის ეს სიტყვები "უპატიებელი, აღმაშფოთებელი და უხეში ისტორიული შეცდომა" იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)