|
2022-05-03 16:58:54, 1630 ნახვა
ომი უკრაინაში
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - EU-ში ახალი ქვეყნების წევრობა უნდა განიხილებოდეს, როგორც მათი რუსეთის პოლიტიკისგან დაცვა
EU-ში ახალი ქვეყნების წევრობა უნდა განიხილებოდეს, როგორც მათი რუსეთის პოლიტიკისგან დაცვა . - ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე შალენბერგი ავრცელებს. მისივე თქმით, რუსეთის უკრიანაზე თავდასხმის თარიღი წყალგამყოფია. "24 თებერვალი იყო წყალგამყოფი და მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი. არ უნდა მივყვეთ ძველ გზებს, არ მივყვეთ იმავე შაბლონს, რომელსაც ვიყენებდით ევროკავშირში ყოველი გაწევრიანების დროს, ახალი ქვეყნების გაწევრიანებასთან დაკავშირებით, არ დაიკარგოს რიცხვებში, კანონებისა და დეტალებში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, არამედ აღიაროს, რომ ახალი ქვეყნების წევრობა უნდა განიხილებოდეს, როგორც რუსეთის მავნე ზეგავლენასთან ბრძოლის აუცილებლობა",- განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)