|
2022-05-03 10:16:36, 1562 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის სამხედრო ექსპერტი - პუტინის არმიის რეზერვები ანექსირებულ ყირიმში თითქმის ამოწურულია
რუსეთის სამხედრო პოტენციალი ოკუპირებულ ყირიმში თითქმის ამოწურულია. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ექსპერტმა ვლადისლავ სელეზნევმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მტრის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების დანაკარგებმა, რომლებიც იბრძოდნენ ხერსონის რეგიონში, 75% შეადგინა. ”ფაქტობრივად, ყირიმის ტერიტორიაზე არსებული ყველა ბაზა, არსენალი, საწყობი და სამხედრო ნაწილი, ყველაფერი, რისი გადაადგილებაც შესაძლებელია, ყველაფერი, რაც შეუძლია ბრძოლა, გაიგზავნა ფრონტზე. განადგურდა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების პერსონალის 75%, რომლებიც ამ ბრიგადის ბაზაზე ჩამოყალიბდნენ და ხერსონის რაიონში იბრძოდნენ“, - განაცხადა სელეზნევმა. ექსპერტის თქმით, დამპყრობელი ყირიმში რეზერვების შევსებას ცდილობს. თუ რუსეთის ფედერაციაში საყოველთაო მობილიზაცია არ გამოცხადდება, კრემლი წვევამდელებს დაეყრდნობა. აღსანიშნავია, რომ ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, ზოგადად , რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართულია მისი მთელი სახმელეთო საბრძოლო ძალის დაახლოებით 65%.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)