|
2022-05-02 20:52:47, 1541 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიოპოლის მერი - დღეს აზოვსტალის ტერიტორიიდან 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გამოვიყვანეთ
დღეს აზოვსტალის ტერიტორიიდან 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს. - ამის შესახებ ინფორმაციას მარიოპოლის მერი ავრცელებს. მისივე თქმით, ყველაფერი ძალიან რთულად მიმდინარეობს. "ჩვენ გვესმის, რომ ეს ჰუმანიტარული ოპერაცია არის უკრაინის პრეზიდენტისა და ვიცეპრემიერის კონტროლის ქვეშ, ასევე დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კონტროლქვეშ. თუმცა ყველაფერი ძალიან რთულად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არსებობს შეთანხმება მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის. რაც შეეხება დაჭრილი უკრაინელი სამხედროების გაყვანას ჰუმანიტარული კორიდორის მეშვეობით, ეს ცალკე პროცედურაა. ამ საკითხზე კომენტარს ჯერ ვერ გავაკეთებ, თუმცა ვიცი, რომ მოლაპარაკებები გრძელდება", - განაცხადა ბოიჩენკომ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)