|
2022-05-02 15:29:37, 1274 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ექსპორტზე კიდევ ერთი ადგილობრივი კომპანია გავიდა
„საქართველოს ბანკი“ აგრო მიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ ზუმში, 10 ჰა. ფართობზე მოცვის ბაღები გაშენდა. ბანკის მიერ გაცემული 175 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია საჭირო ტექნიკისა და ინვენტარის შეძენას, სამაცივრე მეურნეობის მოწყობასა და მოცვის ბაღების გაშენებას მოხმარდა. პროდუქციის რეალიზაცია ევროპის ბაზარზე ხორციელდება. საქმიანობაში სეზონურად 25-30 ადამიანია ჩართული. რეალიზაციის მოცულობა კი 210 000 ლარს უტოლდება. „პარტნიორობის ფარგლებში მოგვეცა შესაძლებლობა, ორჯერ გაგვეფართოვებინა ბაღების მასშტაბი და გაგვეუმჯობესებინა ტექნიკური ბაზა. ასევე, შევძელით სამაცივრე მეურნეობის მოწყობა, რაც პროდუქციას გაფუჭებისგან აზღვევს. სამომავლოდ, ვგეგმავთ კიდევ მეტად გავაფართოვოთ მოცვის ბაღები“, - აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი, გია ლემონჯავა. „აგროსექტორის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით კიდევ ერთმა ადგილობრივმა ბიზნესმა შეძლო საკუთარი მეურნეობის გაფართოვება და პროდუქციის ექსპორტზე გატანა. აგრო მიმართულებით მრავალფეროვანი საბანკო პროდუქტების შეთავაზებით, ჩვენი მიზანია მეტად გავუმარტივოთ მომხმარებელს საჭირო ფინანსურ რესურსზე წვდომა, მეურნეობის განვითარება და საექსპორტო ბაზრის შესაბამისი ხარისხის პროდუქციის წარმოება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ აღნიშნული მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის აგრო ბიზნესის საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე. ვრცლად, „საქართველოს ბანკი“ აგრო პროდუქტების შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3Lvt3ag
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)