|
2022-04-22 16:27:03, 1501 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, ვიტორ გასპარს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, ვიტორ გასპარს შეხვდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისას, მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობის საკითხები საჯარო ფინანსების აღრიცხვიანობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის, ასევე, ფისკალური რისკების მართვის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით. ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში ამ კუთხით მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებით, საგადასახადო ადმინისტრირების დიაგნოსტიკის ინსტრუმენტის - ე.წ. TADAT-ის მიხედვით. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია საქართველოს მიერ უკვე მიღწეული შეფასებების კიდევ უფრო გაუმჯობესება. შეხვედრაზე ისაუბრეს სსფ-სთან ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების მნიშვნელობაზე ქვეყნის ფისკალური ჩარჩოს სწორი მართვისთვის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)