|
2022-04-21 16:53:59, 917 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდში შეხვედრისას ხაზი გაუსვა ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების მნიშვნელობას
ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყება უმნიშვნელოვანესი მოვლენა. - ამის შესახებ, ინფორმაციას ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ავრცელებს. მისივე თქმითვ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, პოლ ჰილბერსს, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს, ჯიჰად აზურს და სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. საუბარი შეეხო ევროკავშირის წევრობისთვის საქართველოს განაცხადს. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, საქართველომ უკვე მიიღო კითხვარი და აქტიურად მიმდინარეობს პასუხების მომზადების პროცესი. „ეს პროცესი საქართველოს აძლევს ისტორიულ შესაძლებლობას და პასუხისმგებლობას - დაიცვას ევროკავშირის სტანდარტები ჩვენს პოლიტიკასა და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგში", - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა. ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს, ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში წლების განმავლობაში, საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა ხელს შეუწყობს ქვეყანას გააგრძელოს ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)