|
2022-04-17 22:28:01, 3053 ნახვა
ეკონომიკა
ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტში სბერბანკიც მოხვდება
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში, რომელზე მუშაობაც მიმდინარეობს, სავარაუდოდ „სბერბანკიც“ მოხვდება. ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა გერმანულ „ბილდთან“ ინტერვიუში გააკეთა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ამის ნაცვლად, ევროკომისია მუშაობს ე.წ. ჭკვიანურ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირს, ახალ სასანქციო პაკეტში მოხვდეს რუსული ნავთობიც. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, ის დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ქმედითია და ისინი აუცილებლად გამოიწვევენ რუსეთის დეფოლტს. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დროულად უნდა დაეხმაროს შეიარაღებით უკრაინას, რადგან მხოლოდ ეს გადაარჩენს უკრაინას რუსეთთან ბრძოლის დროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)