|
2022-04-11 12:04:03, 1508 ნახვა
სამართალი
გენერალურ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გაიმართა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი წარუდგინა. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განხორციელებული რეფორმის შედეგად და საპროკურორო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, 2022 წელს გენერალური პროკურორის ბრძანებით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა. ღონისძიებაზე, ადამიანის უფლებთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე შენგელიამ დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, მიღწეულ პროგრესზე და გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა. საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების ჯეროვნად შესრულების, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით პროკურორთა საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის იმპლემენტაციის, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, შემუშავდა ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს გაძლიერებისა და დეპარტამენტად გარდაქმნის სტრატეგია, რომელიც 2012 წლიდან დამოუკიდებელ სტრუქტურული დანაყოფს წარმოადგენდა. ადამიანის უფლებების მიმართულებით ინოვაციური მიდგომებისა და პროკურორების განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მონიტორინგი, ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების შესწავლა, ანალიზი და პროკურორებისათვის სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს პროკურატურის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული ინსტიტუციურად დამოუკიდებელი, ძლიერი და მიუკერძოებელი უწყების რეფორმირების პროცესში.
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)