|
2022-04-04 22:21:47, 1370 ნახვა
სხვადასხვა
ევროკავშირი გამომძიებლებს გაგზავნის უკრაინაში ომის დანაშაულების დასაბუთებისთვის
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირი მზად არის გამოგზავნოს გამომძიებელთა ერთობლივი ჯგუფები ევროპოლიდან და Eurojust-დან (ევროკავშირის სააგენტო, რომელიც სასამართლო სისტემასთან არის დაკავშირებული) უკრაინაში ომის დანაშაულების დოკუმენტაციისთვის. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა „ბუჩაში და უკრაინის სხვა ადგილებში მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკი მკვლელობების შესახებ“. გამომძიებლები სამუშაოს კოორდინაციას გაუწევენ უკრაინის გენერალურ პროკურორთან. კიევის მახლობლად, ბუჩას ქუჩებში სამოქალაქო პირების ცხედრების ფოტოებმა და ვიდეოებმა გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოების შოკი და აღშფოთება და დაგმო რუსული ჯარების ქმედებები, რომლებსაც ადანაშაულებენ ამ მკვლელობებში. კრემლის რეაქცია პროგნოზირებადი იყო: „ყალბი“, „დადგმა“, „პროვოკაცია“ უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)