|
2022-04-04 13:01:18, 866 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
რა შეიცვალა ერთ კვირაში? საქართველოში იანვარ-თებერვლის ეკონომიკის ზრდის 16.3%-იანი მაჩვენებელი, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ იყო დაბალი საბაზო ეფექტის შედეგი, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე აქტივობის მაღალ დონეზე მიუთითებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც როგორც ჩანს, ომამდე არსებული საბაზო სცენარი, სხვა პროგნოზებთან შედარებით, თიბისი კაპიტალის უფრო მეტად ოპტიმისტურ - 6%-იან ზრდაზე მაღალი იყო. მაშინ, როდესაც ჯერჯერობით განახლებულ სცენარებზე მუშაობა არ დასრულებულა, აღნიშნული და უახლესი ინდიკატორები, როგორიცაა ტურიზმისა და გზავნილების და ასევე სხვა მაჩვენებლების დინამიკა - მიუთითებს, რომ წლევანდელი მოლოდინი თიბისი კაპიტალის ადრინდელ, 3.5-4.0%-იან დიაპაზონს მნიშვნელოვნად აღემატება. უფრო მეტიც, საგარეო ბალანსის გაუარესების შესახებ გავრცელებული ლოგიკური აზრის საპირისპიროდ, ექსპორტისა და იმპორტის ფასების წინასწარი ანალიზით სავაჭრო ბალანსისა და დამატებით ტურიზმის აღდგენის შედეგად, არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ. ასეთ შემთხვევაში, ომამდე არსებული დინამიკა, როდესაც წინა წლის IV კვარტალში საქონლით ვაჭრობის, წმინდა ტურიზმისა და გზავნილების ბალანსმა, სეზონური შესწორების გათვალისწინებით, პირველად პანდემიის დაწყების შემდეგ დადებით მაჩვენებელს მიაღწია, შესაძლოა გაუმჯობესდეს კიდეც. "თიბისის" მთავარი ეკონომისტის 4 აპრილის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ: ვებ-გვერდზე.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)