|
2022-04-02 11:33:22, 965 ნახვა
ეკონომიკა
სოფლის განვითარების სააგენტოს თანამედროვე ლაბორატორიული ინვენტარით აღჭურვილი ავტომანქანები გადაეცათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას და საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ფერმერთა საექსტენციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, სოფლის განვითარების სააგენტოსთვის თანამედროვე ლაბორატორიული ინვენტარით აღჭურვილი ავტომანქანების გადაცემისთვის. „სამინისტროსთვის პრიორიტეტულია აგრარულ სფეროში დასაქმებული მოსახლეობისა და ფერმერების სასოფლო-სამეურნეო საექსტენციო მომსახურება, მათ საჭიროებებზე დროული რეაგირება, დარგობრივი ცოდნის გაზიარება და ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება. გადმოცემული ავტომანქანები ლაბორატორიული მოწყობილობებითაა აღჭურვილი, რომელთა საშუალებითაც სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ადგილზე მოახდინონ ფერმერთა საექსტენციო მომსახურება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. იაპონიის ელჩმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქართულ აგროსასურსათო პროდუქციას საერთაშორისო ბაზრებზე დიდი პოტენციალი აქვს. „იაპონია მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის ზრდას, რაც მნიშვნელოვანი იქნება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ისე ქართველი ფერმერთათვის პროდუქტის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის კუთხით“, - განაცხადა იმამურა აკირამ. იაპონიის ელჩმა აღნიშნა, რომ დღეს, მსოფლიოში, კლიმატის ცვლილებებთან გამკლავება პრიორიტეტული მიმართულებაა და სათბური აირების ემისიებით ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მხარეებს შორის გამართული შეხვედრის ბოლოს, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოსთვის თანამედროვე ლაბორატორიული ინვენტარით აღჭურვილი ავტომანქანების გადაცემის ცერემონია გაიმართა. „ლაბორატორიული ინვენტარით აღჭურვილი ავტომანქანები ხელს შეუწყობს წარმოების ხარისხის ზრდას და, შესაბამისად, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას“, - განაცხადა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივმა წარმომადგენელმა, ჰიროიუკი მორიმ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)