|
2022-03-30 11:23:01, 613 ნახვა
სამართალი
საქართველოს გენპროკურორის პირველი მოადგილე გამოძიების ფედერალური ბიუროს რეგიონულ სამართლებრივ ატაშეს ანტიკორუფციულ საკითხებში სტივენ იანგს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე გამოძიების ფედერალური ბიუროს რეგიონულ სამართლებრივ ატაშეს ანტიკორუფციულ საკითხებში სტივენ იანგს შეხვდა. - ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურატურის და საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს კორუფციულ დანაშაულზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების სფეროში საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მხარეებმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს პროკურატურის როლს, უწყებებს შორის კოორდინაციას და საერთაშორისო თანამშრომლობას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს. ასევე, სტუმრებმა საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს აშშ-ს კორუფციულ საქმეებზე გამოძიების ჩატარების გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოსა და აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებს შორის არსებულ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ანტიკორუფციული მიმართულებით შესაძლო ერთობლივი აქტივობების თაობაზე მოსაზრებები გაცვალეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)