|
2022-03-29 14:37:17, 739 ნახვა
სამართალი
გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საჩხერის რაიონული პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განახლებული შენობა გახსნა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საჩხერის რაიონული პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განახლებული შენობა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები გიორგი გაბიტაშვილი, ნათია მერებაშვილი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი დავით ჩხარტიშვილი და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საჩხერის რაიონულ პროკურატურაში დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა და თანამშრომლებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „სრულად გარემონტდა საჩხერის რაიონული პროკურატურის ოფისი. მოეწყო არასრულწლოვანთა ოთახი. ასევე შშმ პირებზე ადაპტირებული სივრცე, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს რაიონული პროკურატურის თანამშრომელთა მუშაობის ხარისხს" - განაცხადა საჩხერის რაიონულმა პროკურორმა გიორგი ლანჩავამ. საჩხერის რაიონული პროკურატურა ძველ, ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული. შენობის რეაბილიტაცია ევროპული სტანდარტით განხორციელდა, მასში განთავსებულია სათანადო ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი, არასრულწლოვნებზე მორგებული გამოკითხვის ოთახი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)