|
2022-03-24 11:04:36, 738 ნახვა
სამართალი
შსს-ს სისტემაში შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმე
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა აღნიშნულ თემაზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს. - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანის უფლებების პროექტის მენეჯერმა, მარიამ თუთბერიძემ გახსნეს. სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა საკონსულტაციო ჯგუფის წევრებთან ერთად განიხილეს გეგმის პროექტით გათვალისწინებული მიზნები და ამოცანები, განსახორციელებელი აქტივობები და მათი შესრულების ინდიკატორები. შეხვედრის ფარგლებში, საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით რეკომენდაციები და მოსაზრებები წარმოადგინეს. განხილვების დასრულების შემდეგ დამტკიცდება 2022 წლის სამოქმედო გეგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)