|
2022-03-23 20:39:11, 1041 ნახვა
სამართალი
ოკუპანტი, რომელმაც მამაკაცი მოკლა, მისი ცოლი კი ბავშვის თვალწინ გააუპატიურა, სამხედროებმა მოკლეს
რუსი ოკუპანტი, რომელმაც კიევის რეგიონში მამაკაცი მოკლა და ცოლი ბავშვის თვალწინ გააუპატიურა,უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს. როგორც "უნიანი" იუწყება, კიევის ოლქის პოლიციის ცნობით, ოპერატიული ინფორმაციით, „ნაძირალა ლიკვიდირებული იქნა უკრაინის სამხედროების მიერ, როგორც მტერი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემოვიდა“. პოლიცია აღნიშნავს, რომ მარტის დასაწყისში, ბროვარის რაიონის სოფელ ბოგდანოვკას ოკუპაციის დროს, რუსმა სამხედრო მოსამსახურემ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ერთ-ერთი სახლის მეპატრონე, მოგვიანებით კი „მთვრალ მდგომარეობაში სიცოცხლის მოსპობის მუქარის ქვეშ მოკლულის ცოლი 34 წლის ქალი გააუპატიურა. ოკუპანტი ქალს და მის მცირეწლოვან შვილს ძალადობით დაემუქრა“. მოხსენებაში ნათქვამია, რომ სამძებრო სამუშაოების დროს პოლიციამ მოძალადის ვინაობა დაადგინა. " მიმდინარეობს საპროცესო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელი ქალის ძალადობის საქმე საერთაშორისო სასამართლოს გადაეცეს.", - აცხადებენ პოლიციაში. დასკვნაში ნათქვამია, რომ ახლა ქალი და ბავშვი უსაფრთხოდ არიან, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)