|
2022-03-18 11:09:37, 1198 ნახვა
სამართალი
გენპროკურატურის თანამშრომლებმა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის და ეუთოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და ეუთოს (OSCE) ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე: ,,კრიპტოვალუტის რეგულირება და შესაძლებლობების გაზრდა ეუთოს რეგიონში ონლაინ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში". - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალურ პროკურატურა ავრცელებს. "შეხვედრაზე, რომელსაც პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, გაეროს წევრი ქვეყნების კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განიხილეს ნარკოტიკებით ვაჭრობაში და ფულის გათეთრებაში კრიპტოვალუტის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები და გამოწვევები. ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, რომლებიც კრიპტოვალუტის მოძიებისა და დაყადაღების თვალსაზრისით არსებულ წარმატებულ პრაქტიკას ასახავს. ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამომძიებლებისა და პროკურორების სპეციალიზაციას დანაშაულებრივი საქმიანობის პროცესში, კრიპტოვალუტის გამოვლენის და შემდგომი ჩამორთმევის მიმართულებით. შესაბამისად, პარტნიორი ორგანიზაციებისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურა აქტიურად ახორციელებს გამომძიებლებისა და პროკურორების გადამზადებას. ახლო მომავალში იგეგმება კრიპტოვალუტის მოძიება-დაყადაღების საკითხებზე სპეციალური სახელმძღვანელო დოკუმენტის გამოცემაც." - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)