|
2022-03-17 13:38:35, 854 ნახვა
სამართალი
საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა კიდევ 2 ექსპერტიზის ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა
საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა კიდევ 2 ექსპერტიზის ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 2022 წელს გაგრძელდება მიმდინარე პროექტის - ISO-სტანდარტის აკრედიტაციის სფეროს გაფართოება. „საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა კიდევ 2 ექსპერტიზის ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა. საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, აკრედიტაცია მიიღეს თბილისის ბალისტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიამ და ბათუმის დოკუმენტების ტექნიკური და გრაფიკული ექსპერტიზის ლაბორატორიამ; 2022 წელს გაგრძელდება მიმდინარე პროექტის - ISO-სტანდარტის აკრედიტაციის სფეროს გაფართოება, კერძოდ: ტრასოლოგიური ექსპერტიზის, ქიმიური ექსპერტიზის, მათ შორის ნარკოტიკების და მიკრონაწილაკების ექსპერტიზების მიმართულებით - თბილისში, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის მიმართულებით - გურჯაანში და ბალისტიკური ექსპერტიზის მიმართულებით - ბათუმში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის INL-ის პროგრამის მხარდაჭერით, თბილისში საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოსთვის დაგეგმილია შემთხვევის ადგილზე მუშაობის სტანდარტიზება და ISO აკრედიტაციის მიღება ავტორიტეტული ამერიკული აკრედიტაციის ორგანოსგან. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში დამატებითი ლაბორატორიები მოეწყობა იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და ზუგდიდის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურების შენობებში. აგრეთვე, ნივთმტკიცების ახალი საცავი - თბილისში“, -აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)