|
2022-03-17 13:07:12, 579 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური - საზღვრის ეფექტიანი მართვა შსს-ს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს
საზღვრის ეფექტიანი მართვა წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას და ამ მხრივაც მუდმივად განვაგრძობთ რეფორმებს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გასულ წელს ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშზეც. „2021 წელს სამინისტროში შემუშავდა საზღვრის ეფექტიანი მართვისა და შიდაუწყებრივი კოორდინაციის პროექტი, რომლის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვრის ინტეგრირებული მართვის და სრულყოფილი სისტემის დანერგვა, აგრეთვე საზღვართან დაკავშირებული დანაშაულის შემცირება და პრევენციის მექანიზმის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში, წელს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში შეიქმნა საზღვრის მართვისა და კოორდინაციის დანაყოფი. აღნიშნული სამმართველოს კომპეტენციად განისაზღვრა საზღვრის მართვის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, სასაზღვრო მონიტორინგი, რისკების შეფასება/ანალიზი, აგრეთვე მგზავრთა მონაცემების დამუშავებისა და ოპერატიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გასულ წელს ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში, საქართველოს საზღვრის დაცვის მიმართულებით აღნიშნულია, რომ „კარგად ორგანიზებული და მაღალკომპეტენტური საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სანაპირო დაცვა სათანადოდ უზრუნველყოფენ პირველადი რეაგირების შესაძლებლობებს საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე. მსგავს ანგარიშებში საქართველოს პოზიტიურ ჭრილში მოხსენიება, ერთი მხრივ, უმნიშვნელოვანესი მოტივაციაა ჩვენი თანამშრომლებისთვის, მეორე მხრივ - ზრდის საქართველოს როლს გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)