20:31 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-13 17:08:27, 1094 ნახვა

სამართალი
რუსმა ოკუპანტებმა დახვრიტეს New York Times-ის ჟურნალისტი ბრენტ რენო

კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი იუწყება, რომ რუსმა ოკუპანტებმა დახვრიტეს ამერიკის მოქალააქე New York Times-ის ჟურნალისტი ბრენტ რენო. 
„ახლა მსხვერპლი საბრძოლო ზონიდან გაჰყავთ. რა თქმა უნდა, ჟურნალისტის პროფესია რისკს შეიცავს, მაგრამ აშშ-ის მოქალაქემ ბრენტ რენომ სიცოცხლე გაწირა იმისთვის, რომ აგრესორის მზაკვრულ სისასტიკეს და დაუნდობლობას შუქი მოჰფენოდა“, - განაცხადა ნებიტოვმა.

ჟურნალისტის გარდაცვალებას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო გამოეხმაურა: „ოკუპანტები ცინიკურად კლავენ საერთაშორისო მედიის ჟურნალისტებსაც კი, რომლებიც ცდილობენ, აჩვენონ სიმართლე უკრაინაში რუსული ჯარების სისასტიკეზე. დღეს ირპენში დახვრიტეს მსოფლიოში ცნობილი მედიის New York Times-ის 51 წლის კორესპონდენტი“, - განაცხადა გერაშჩენკომ.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფრთხილა რუსეთი, რომ ამერიკელ მოქალაქეებზე თავდასხმის შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხი მძლავრი და მყისიერი იქნებოდა.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics