|
2022-03-07 01:15:10, 2116 ნახვა
კომენტარი
ზელენსკი - შენდობის დღის ნაცვლად განკითხვის დღე იქნება
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არასოდეს აპატიებს ოკუპანტს ასობით მსხვერპლს, ათასობით ტანჯვას. მან აღნიშნა, რომ შენდობის დღის ნაცვლად განკითხვის დღე იქნება. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა არ აპატიებს იმ საშინელებას და ყველაფერს, რაც ამ დღეებში მოხდა ქვეყანაში. "ჩვენ არ ვაპატიებთ! ჩვენ არ ვაპატიებთ დაბომბულ საცხოვრებელ კორპუსებს. არ ვაპატიებთ რაკეტას, რომელიც ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ დღეს ჩამოაგდო ოხმადტეტის თავზე. და 500-ზე მეტი ასეთი რაკეტა, რომელიც ჩვენს მიწაზე მოხვდა. უკრაინაში, ჩვენს ხალხში, ბავშვებს. ჩვენ არ ვაპატიებთ უიარაღო ადამიანების სიკვდილით დასჯას! ჩვენი ინფრასტრუქტურის დანგრევას. ჩვენ არ ვაპატიებთ ასობით მსხვერპლს, ათასობით და ათასობით ტანჯვას. და ღმერთი არ აპატიებს, არც დღეს, არც ხვალ, არც არასდროს! და პატიების ნაცვლად იქნება იყოს განკითხვის დღე, ამაში დარწმუნებული ვარ“, - დასძინა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)