|
2022-03-03 12:41:12, 1151 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრების საკადასტრო კოდების სიის გამოქვეყნება დაიწყო
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, შეირჩა პირველ ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. საძოვრების საკადასტრო კოდების ჩამონათვალი უკვე ხელმისაწვდომია პროგრამის განმახორციელებელი უწყების - სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.land.gov.ge და ოფიციალურ fb-გვერდზე - https://www.facebook.com/land.gov.ge.; ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე www.mepa.gov.ge. ზემოაღნიშნულ ვებგვერდებზე ასევე ხელმისაწვდომია საძოვრების შესახებ ინფორმაცია, რაც მოიცავს: საკადასტრო კოდს, ფართობს, მდებარეობას, საკადასტრო გეგმას და ამონაწერს საჯარო რეესტრიდან; მითითებულია საკადასტრო კოდებზე პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყების და დასრულების თარიღი. ფერმერებს, რომლებიც მეცხოველეობას მისდევენ, შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაერთონ პროგრამაში და, აუქციონის გზით, სამი წლის ვადით, იჯარით აიღონ სასურველი საძოვარი. პირველ ეტაპზე, შერჩეულია კახეთის, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის საძოვრები. პრეტენდენტის პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელი მოთხოვნაა მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელობაში ყოლა. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებ და fb გვერდებზე. კოდების გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის დასრულების შემდგომ, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო მსურველთა რეგისტრაციას დაიწყებს და განაცხადებს მიიღებს მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი 0160, ვაზისუბნის ქ. 25. პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით, სააგენტო შეარჩევს აუქციონში მონაწილეების სიას და გადააგზავნის ქონების ეროვნულ სააგენტოში. აუქციონს ქონების ეროვნული სააგენტო გამართავს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)