|
2022-02-25 17:37:34, 773 ნახვა
ეკონომიკა
ჯპს და ფარმადეპო უკრაინის მოქალაქეებისთვის 1 მილიონზე მეტი ლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფენ
სააფთიაქო ქსელები ჯპს და ფარმადეპო საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ჯამში 1 მილიონზე მეტი ლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფენ. როგორც კომპანიებში განმარტეს, ჩვენს ქვეყანაში მყოფი უკრაინის თითოეული მოქალაქე სააფთიაქო ჰუმანიტარული დახმარების სახით 100-ლარიანს ვაუჩერს მიიღებს. „მთელი გუნდი სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვუსურვებთ, მათ ქვეყანაში სწრაფად დაისადგუროს მშვიდობამ. რადგანაც თითოეული ჩვენგანისთვის ნაცნობია ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმისგან გამოწვეული დანაკარგი და ემოციები, განსაკუთრებით განვიცდით ჩვენს მეგობარ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და გვსურს, მისი მოქალაქეების მხარდასაჭერად მცირედი წვლილი შევიტანოთ. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრების თანადგომასა და მხარდაჭერას და ჩვენც გვსურს, უკრაინის მოქალაქეებს სოლიდარობა გამოვუცხადოთ,“ - ნათქვამია კომპანიების ერთობლივ განცხადებაში. მათივე განმარტებით, ვაუჩერის მისაღებად, უკრაინის მოქალაქეებმა ჯპს-სა და ფარმადეპოს ფილიალებში მხოლოდ პასპორტი უნდა წარადგინონ. „ჩვენ მოვუწოდებთ კოლეგებს სხვადასხვა სააფთიაქო კომპანიებიდან შემოგვიერთდნენ ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)