|
2022-02-22 17:17:51, 713 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ გიორგი გიგინეიშვილი უხელმძღვანელებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ახალი გენერალური დირექტორი, გიორგი გიგინეიშვილი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრებს წარუდგინა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, გიორგი გიგინეიშვილს ენერგოგენერაციის ობიექტების ოპერირებისა და გადამცემი ქსელის მშენებლობლობის დიდი გამოცდილება აქვს. მას სხვადასხვა დროს ეკავა წამყვანი თანამდებობები მსხვილ ენერგეტიკულ კომპანიებში. რომეო მიქაუტაძემ ასევე კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს, უჩა უჩანეიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორია საქართველოში. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3 550 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 93 ქვესადგურს, ხოლო გადამცემ ქსელს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი მართავს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" პირველი სახელმწიფო საწარმოა, სადაც, კორპორაციული მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კორპორატიზაციის პროცესი დაიწყო. რეფორმის მთავარი ამოცანაა ძლიერი და დამოუკიდებელი მართვის სისტემის შექმნა, რათა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-მ სახელმწიფოს დახმარების გარეშე შეძლოს ფინანსური რესურსის მოზიდვა, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ საფინანსო ბაზრებზე.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)