|
2022-02-16 14:45:49, 964 ნახვა
ეკონომიკა
IDFI – 2021 წელს, საქართველოს ეკონომიკამ, მაღალი ინფლაციის ფონზე, 3%-ით გადააჭარბა 2019 წლის დონეს
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, 2021 წელს, საქართველოს ეკონომიკამ 3%-ით გადააჭარბა 2019 წლის დონეს, საგარეო ვალის მნიშვნელოვანი ზრდის და მაღალი ინფლაციის ფონზე. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2020 წელს, კოვიდ პანდემიამ ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად იმოქმედა, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა -6.8% იყო, მთლიანი შიდა პროდუქტი 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში საგარეო ვალი 10.5 მლრდ. ლარით გაიზარდა (+50%). ჯამური ინფლაციამ 15%-ს გადააჭარბა ანალოგიურ პერიოდში. საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელია 6%-მდე გაიზარდოს 2022 წელს[1]. აღნიშნული მნიშვნელოვნად არ აღემატება აშშ-სა (5.2%) და ევროკავშირის (4.2%) საშუალო მაჩვენებლებს. "რეგიონსა და მეზობელ ქვეყნებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა თურქეთში დაფიქსირდა და 11% შეადგინა 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით. ინფლაციის მაჩვენებელმა 17% შეადგინა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში 2021 წელს. ყველაზე მეტად აზერბაიჯანის ეკონომიკა დააზარალა პანდემიამ და ომმა, სადაც ეკონომიკური ზრდა -1.4% იყო 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით. ფინანსურ რესურსებზე გაზრდილმა წვდომამ და ერთობლივი მოთხოვნის წახალისებამ, სხვა გარე ფაქტორებთან ერთად, მნიშნველოვნად გაზარდა ინფლაციური წნეხი 2021 წელს. მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდის დაფიქსირებისა, 2021 წელს, საშუალო წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 10%-ს მიაღწია. ამ მაჩვენებლით, საქართველო რეგიონში მეორე ადგილზეა თურქეთის შემდეგ (17%). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში გაცვლითი კურსი 23%-ით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში და საქართველოში მხოლოდ 4%-ით, ანალოგიურ პერიოდში. " - ნათქვამია IDFI-ს განცხადებაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)