|
2022-02-16 01:12:10, 2292 ნახვა
კომენტარი
ჯო ბაიდენი - თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მზად ვართ, საპასუხო დარტყმისთვის
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას რუსეთმა, იქნება ეს დიპლომატია თუ თავდასხმა, აშშ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, მზად იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. "რაც არ უნდა მოხდეს, აშშ მზადაა. ჩვენ მზად ვართ, რომ დიპლომატიით ჩავერთოთ რუსეთთან და ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ერთად გავაუმჯობესოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება მთლიან ევროპაში. ასევე, ჩვენ მზად ვართ, რომ გადამწყვეტად ვუპასუხოთ, თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, რისი შესაძლებლობაც ჯერ კიდევაა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს იყო ჩვენი მიდგომა და ეს დარჩება ჩვენ მიდგომად ახლა. თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, ამას საერთაშორისოდ დაგმობენ, მსოფლიო არ დაივიწყებს, რომ რუსეთმა არასაჭირო სიკვდილი და დესტრუქცია აირჩია. უკრაინაში შეჭრა იქნება თვითდამაზიანებელი ჭრილობა", — განაცხადა ბაიდენმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)