|
2022-02-02 13:12:16, 1940 ნახვა
ომი უკრაინაში
ივანე ჩხაიძე - ე.წ მწვანე პასპორტის გაუქმება დემოტივატორი გახდება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ გაეკეთებინათ ვაქცინა
ე.წ მწვანე პასპორტის გაუქმება დემოტივატორი გახდება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ სურვილი გაეკეთებინათ ვაქცინა. - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ მწვანე პასპორტის მთლიანად გაუქმებამ ინფიცირების ზრდასაც შეუწყოს ხელი. "მწვანე პასპორტების მთლიანად გაუქმება საქართველოსთვის გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ეს რისკები უსაფრთხოების ნაკლები განცდაა. როდესაც თქვენ დახურულ სივრცეში ხართ და დახურული სივრცე მწვანე პასპორტის აუცილებლობას გულისხმობდა, ამ მექანიზმის მოხსნის შემდეგ, დახურულ სივრცეში ინფექციის გავრცელების რისკი, რა თქმა უნდა, უფრო მეტი იქნება. ჯერჯერობით, საქართველო კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის აღმავალ მრუდზეა. ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია და სავსებით შესაძლებელია, რომ მწვანე პასპორტის მთლიანად გაუქმებამ ინფიცირების ზრდასაც შეუწყოს ხელი. რაც შეეხება მეორე მხარეს, გახდება თუ არა მწვანე პასპორტის სისტემის გაუქმება დემოტივატორი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ სურვილი ჩაეტარებინათ ვაქცინა, რა თქმა უნდა, გახდება. რადგან, ვაქცინაციის ხელშეწყობა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი მწვანე პასპორტის ამოქმედების. თუ ეს სისტემა ქვეყანაში არ მუშაობს, შესაბამისად, ხელშეწყობის ეს მექანიზმიც აღარ მუშაობს. სავარაუდოდ, ეს კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ისედაც დაბალ ვაქცინაციის მაჩვენებელს." - განაცხადა ივანე ჩხაიძემ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)