|
2022-02-01 11:27:18, 730 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ღონისძიება 2 თებერვალს, 14-დან 16 საათამდე, პუშკინის სკვერში გაიმართება. ღონისძიების მასპინძლები იქნებიან მწერლები: თეონა დოლენჯაშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ბესო ხვედელიძე, ეკატერინე ტოგონიძე, მიშა ბახსოლიანი. ისინი სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებიდან ამონარიდებს წაიკითხავენ. ღონისძიებაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ისინი წიგნის შერჩევას შემთხვევითობის პრინციპით, სკვერში განთავსებული თაროდან შეძლებენ. წიგნიდან მოკლე მონაკვეთის საჯაროდ წაკითხვის შემდეგ კი მათ ეს წიგნი საჩუქრად გადაეცემათ. თაროზე განთავსებული იქნება სხვადასხვა გამომცემლობის განსხვავებული ჟანრის წიგნები - როგორც ქართველი ავტორებისა, ისე თარგმანები. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, მრავალი წელია, ასზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. მასში ჩართულია მილიონობით მკითხველი, ავტორი, მთარგმნელი თუ გამომცემელი. ამ დღის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)