|
2022-01-31 20:53:21, 2168 ნახვა
ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძე - საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ერთ-ერთი პირველი მიიღებს, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია
„საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებს მიიღებს, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტაბლეტირებული მედიკამენტები აცრასთან ერთად, ალბათ რევოლუციას მოახდენს და პანდემიას დაამთავრებს. „მედიკამენტები გვაქვს უახლესი. მედიკამენტების ახალი ჩვენებები დადო ამერიკამ, იგივე „რემდესივირი“. ჩვენ რამდენი ხანია, ამ მედიკამენტს ვლობირებთ და უნიკალურ შედეგებს ვდებთ. თუ გამოიყენებენ ბინაზე დარჩენილ ავადმყოფებში, უფასოდ დარიგდება, მაგრამ ამას ლოჯისტიკა უნდა. აშშ-მ ეს შედეგები ერთი კვირის წინ დადო და ჯერ არ დაუწყიათ. 87%-ით ამცირებს დამძიმებას და სიკვდილობას. ტაბლეტირებული მედიკამენტები ალბათ რევოლუციას მოახდენს და დაამთავრებს პანდემიას აცრასთან ერთად. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტებს მიიღებს, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. მთელი მსოფლიო რიგშია. როცა გვექნება ეს ტაბლეტირებული ფორმულა და პლუს "რემდესივირი", რომელიც ახლაც გვაქვს, ძალიან დიდი იმედია, რომ მკვეთრად შემცირდება როგორც მძიმე შემთხვევები, ისე სიკვდილობა“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)